მნიშვნელოვანისიახლეები

GDI: კალაძის მოწოდება არ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას გააზრებული აქვს სისტემის პრობლემურობა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ იურისტი მარინე კაპანაძე აცხადებს, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის მოწოდება, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის მონაწილე ფერადკანიან სტუდენტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართოს, სისტემურ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

როგორც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ მარინე კაპანაძემ განაცხადა, ეს ინიციატივა მიუთითებს, რომ ხელისუფლებას გააზრებული არ აქვს სისტემის პრობლემურობა.

,,ასეთი მოწოდება არ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას გააზრებული აქვს სისტემის პრობლემურობა. საჭიროა კომპლექსური მიდგომა და არა მხოლოდ იმის თქმა, რომ ერთი კონკრეტული მატჩი გადაწყვეტს სისტემურ პრობლემას“, – განაცხადა მარინე კაპანაძემ და აღნიშნა, რომ თბილისის მერის მოწოდება, მხარებმა დაივიწყონ ეს ინციდენტი, ასევე არასწორია.

,,ასეთი მიდგომით, მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს აგრესია სხვადასხვა უმცირესობის მიმართ“.

ნიგერიელი სტუდენტები ადგილოვრივ მცხოვრებლებს დისკრიმინაციულ ნიადაგზე გამოვლენილ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. სტადიონზე მომხდარ შემთხვევაზე, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button