მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ფოფხაძის თქმით, მისი და საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი წევრების პოზიციები ერთმანეთს დღითიდღე შორდება.

ფოფხაძე ამბობს, რომ სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნების” რიგები დატოვოს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად რომ არ მიიღოს, მას პარტიას მაინც დაატოვებინებენ.

მოისმინეთ გედევან ფოფხაძის ხმა.

გედევან ფოფხაძე იმ გუნდში მოიაზრება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით ე.წ. ახლების გუნდს დაუპირისპირდა. დაპირისპირება უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიის პარლამენტში წარდგენის შემდეგ დაიწყო.

მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედაც აირჩიეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ეს კენჭისყრა რეგლამენტის დარღვევად მიიჩნია და ფოფხაძე უკან გაიწვია.

დღესვე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში პარტიის პოლიტსაბჭო სასამართლო სისტემის გაჯანსაღების კუთხით გატარებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ საუბრობს და ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ გაერთიანებას მოუწოდებს, არ ჩაერთონ არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმოებას სასამართლო სისტემის შემდგომი გაჯანსაღების თაობაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button