საქართველო

გედევან ფოფხაძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

დეპუტატმა გედევან ფოფოხაძემ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. მიზეზი უმრავლესობის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატ ნინია კაკაბაძისთვის მხარდაჭერა გახდა. როგორც ფოფხაძემ თქვა, მას აინტერესებს ვინ იყო ის 55 დეპუტატი, რომელმაც კაკაბაძეს მხარი დაუჭირა.

“პატრიარქის მაგინებელს რომ აირჩევ, ეს არის პირდაპირი თავდასხმა ეკლესიაზე”, – განაცხადა ფოფხაძემ და დასძინა, რომ არც ქართული ოცნების დატოვებას არ გამორიცხავს.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა აირჩია. ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ნინია კაკაბაძეს პარლამენტის 55-მა წევრმა გამოუცხადა მხარდაჭერა, 12-მა კი – მხარი არ დაუჭირა. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ოსიპოვას მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი წავიდა.

მოუსმინეთ გედევან ფოფხაძის ხმას ►

გედევან ფოფხაძე: პარლამენტის წევრი

საარჩევნო ბლოკი: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”

მსგავსი პოსტები

Back to top button