თელავში ცხოველთა თავშესაფრის გახსნას ითხოვენ

20140915_173317თელავში ცხოველთა თავშესაფრის გახსნას ითხოვენ და ქალაქის მერს წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებენ.

ოპოზიციური პარტია “ახალი მემარჯვენეებიდან” საკრებულოს წევრის ნიკა ვარდოშვილის განცხადებით, აუცილებელია რომ მოკლე დროში მოხდეს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გახსნა, რადგან ქალაქში მაწანწალა ძაღლების პრობლემა დღითიდღე მწვავდება.

ვარდოშვილი ირწმუნება, რომ ჯანდაცვის დაწესებულებებს ანტირაბიული აცრების ჩასატარებლად ათობით ადამიანი აკითხავს. ქალაქის მერიაში ამ თემაზე ადგილობრივ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button