სპორტი

გეგელაშვილი და ჭოლაძე ბრინჯააოს მფლობელები არიან

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგარდულ ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ქართველმა მოჭიდვეებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გიორგი გეგელშვილმა და გიორგი ჭოლაძემ მესამე სინჯის მედლებით მოახერხეს კვარცხლბეკზე ასვლა. ჭოლაძემ 65 კგ,წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელ საბირ ჯაფაროვს 7:4 სძლია. გეგელაშვილმა კი 57 კგ. წონაში თურქი აჰმეტ კარავუსი მშრალი ანგარიშით 11:0 დაამარცხა.

მესამე ადგილზე გასვლის შანსი საქართველოს ნაკრების კიდევ 2 წევრს ქონდა, თუმცა დავით ფაცინასვილმა და ოთარ ადეიშვილმა ორთაბრძოლები დათმეს.

დღეს ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, ტატამზე კიდევ 4 ქართველი გამოვა. ესენი არიან: დავით აბდალაზე, ვლადიმერ გამყრელიძე, დავით კოღუაშვილი და ანდრო მარგიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე გამოსული 5 ქართველი ძალოსანიდან, რომელთაც ნახევარფინალში იჭიდავეს, – ფინალში გასვლა ვერცერთმა ვერ მოახერხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button