გენადი ბესტაევი კლინიკაში მოათავსეს

უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი, რომელიც გუშინ ოკუპირებული ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და კლინიკაში მოათავსეს, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ბესტაევს ცხინვალის ციხეში ინსულტი 15 ნოემბერს განუვითარდა.
ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის ექიმის თქმით, ბესტაევს გვიან ღამემდე ოპერაცია უტარდებოდა.
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი ავადმყოფობის გამო შეიწყალა.
შეგახსენებთ,რომ გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს და მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ექიმის და დავით ქაცარავას ხმა