მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პრემიერი გაუფრთხილებლობის შემთხვევაში რეგულაციების გამკაცრებას აანონსებს

საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, იმატა კორონავირუსის მაჩვენებელმაც. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ვაქცინაციამდე აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, რათა შეზღუდვები კიდევ ერთხელ არ დაწესდეს.

“ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელყოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. კიდევ ერთხელ მინდა თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ. იმისთვის რომ არ დავუშვათ ე.წ. მესამე ტალღის გავრცელება ქვეყანაში.

მე ინტენსიურად ვარ ჩართული მოლაპარაკებებში, როგორც ვაქცინის მწარმოებლებთან ის პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ჩვენ ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას. ვაქცინაციამდე უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ გარკვეული შეზღუდვები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 11 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 310 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button