
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გენდერული თანასწორობის ჯილდო მხოლოდ კაცებს გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია, რომელიც კრიტიკის ობიექტი გახდა, დუბაიში გაიმართა.
ჯილდო არაბეთის გაერთიანებული საამიროების ვიცეპრეზიდენტმა და დუბაის პრინცმა, მუჰამმად ბინ რაშიდ ალ-მაქთუმმა, გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად დააწესა.
ჯილდოები გადაეცათ ფინანსთა სამინისტროს, ფედერალური სტატისტიკის სამსახურსა და „ადამიანური რესურსების სამინისტროს”. დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა უწყებას კაცები წარმოადგენდნენ.