მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გენერალური პროკურორი 2 სართულიან სახლს იშენებს

presa.ge -მ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მერიის არქიტექტურის სამსახურისგან 2-სართულიანი სახლის მშენებლობის თაობაზე თანხმობა მიიღო.

1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც პროკურატურის პირველი პირი, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კერძო სახლს იშენებს, თბილისის ერთერთ პრესტიჟულ ადგილას, დიღმის საცდელ მეურნეობაში მდებარეობს.

ამ ტერიტორიებზე, ერთი კვ.მ. მიწის ნაკვეთის საშუალო ფასი 200 დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბატონი შოთაძის სახელზე რეგისტრირებული 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 200 000 დოლარი ანუ დღევანდელი კურსით, 600 000 ლარი ღირს.

ქონებრივი დეკლარაციისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დიღმის საცდელ მეურნეობაში მდებარე 1 000 კვ.მ. ძვირადღირებული მიწა ირაკლი შოთაძეს დედამ, ექიმმა ეთერ ბლაგიძემ წლინახევრის წინ აჩუქა.

ხოლო მშენებლობის ნებართვა გენპროკურორმა რამდენიმე თვის წინ, 2020 წლის იანვარში მოიპოვა.

მშენებლობის ფარგლებში იგეგმება წინა და უკანა ეზოს გამწვანება, ნაკვეთის ძვირადღირებული ნარგავებით გალამაზება და მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება.

აღსანიშნავია, რომ ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ 2019 წელს, ირაკლი შოთაძემ და მისმა მეუღლემ, ნინო გოტიაშვილმა, ცაგარელის 82 ნომერში, სადაც 2016 წელს 100 000 დოლარად 150 კვ.მ. ბინა იყიდეს, სამი ავტოფარეხი შეიძინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button