გენინსპექციას კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით მდგომარეობის შესწავლა დაევალა

“თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შესწავლა დაევალა”, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ცნობილია, კახეთის მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს რომ ”დელტამ” სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა. კახეთის რეგიონში სეტყვამ 10-მდე სოფელი დააზარალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button