სპორტი
გენტის გამარჯვება და ჩაკვეტაძის გოლი ბელგიის თასზე

ბელგიის თასის 1/6 ფინალში ერთმანეთს ჩაკვეტაძის „გენტი“ და ქვედა ლიგაში მოთამაშე „ბელისია ბილზენი“ დაუპირისპირდნენ.
მატჩში მნიშვნელოვანი უპირატესობით „გენტი“ლიდერობდა,რაც ანგარიშზეც აისახა.
მეორე ტაიმში, როცა მასპინძლები 3:0-ს იგებდნენ, „ბილზენის“ კარში 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. შეხვედრის მე-60 წუთზე სწორედ ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ზუსტად შეასრულა პენლტი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 4:0.
გიორგისთვის, ეს სეზონში პირველი გოლია.
აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძემ ოფიციალურ მატჩში გოლი 2019 წლის 13 აპრილის შემდეგ პირველად გაიტანა.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ყველა ტურნირის ჩათვლით 12 თამაში, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. „გენტი“ ბელგიის თასის მერვედფინალში გავიდა.