გერმანელებმა ყველაზე ეკოლოგიური ავტომობილები დაასახელეს [Video]

გერმანულმა კლუბ ADAC-მა ევროპაში ყველაზე ეკოლოგიური და ეკონომიური წლის ავტომობილები დაასახელა. ამჯერად ლიდერობს ელექტრომობილი BMW i3, – იუწყება Autobild.de.

გამოცემის ინფორმაციით, წელს Eco Test-ი ჩატარდა როგორც ლაბორატორიულ, ასევე საგზაო პირობებშიც.

სულ ექსპერტებმა ავტომობილების 45 მოდელი შეამოწმეს და თითოეულ მათგანს ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით ერთიდან ხუთი ვარსკვლავი მიანიჭეს.

რეიტინგში მეორე და მესამე ადგილები Toyota Prius 1.8 Hybrid Executive-მა და Nissan Leaf Acenta-მ გაინაწილეს.

გამოცემა ასევე გვაცნობებს, რომ Tesla Model S P90D-მ მე-6 ადგილი დაიკავა.

საუკეთესო ავტომობილთა რიცხვში დიზელის ძრავიანი ავტომობილებიც აღმოჩნდნენ. კერძოდ, Mercedes E220 d 9G-TRONIC (მე-7 ადგილი) და BMW 118d Urban Line Steptronic (მე-9 ადგილი).

რეიტინგის მიხედვით მე-8 ადგილი დაიკავა Mitsubishi Space Star 1.2 ClearTec Top-მა, ხოლო მე-10 ადგილზე Volkswagen up! 1.0 TSI BMT beats-ი გავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button