მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გერმანელი პოლიტიკოსები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით დაინტერესდნენ

„საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს ჩვენი გერმანელი მეგობრების მყარი მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი,”- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ
ბერლინში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატებთან გამართული შეხვედრების შემდეგ.

გერმანელი პოლიტიკოსები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებითაც დაინტერესდნენ.

“გვქონდა საუბარი ყველა საკითხზე, რომელიც უკავშირდება საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს. პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და რეგიონში არსებულ პროცესებზე.“-აცხადებს კობახიძე

„ქართული ოცნების” ოთხკაციანი დელეგაცია ბერლინში, ბუნდესტაგში შეხვედრებს დღესაც გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button