გერმანია საზღვრის გადაკეტვით იმუქრება

გერმანიამ, მიგრანტების გაზრდილი რაოდენობის გამო, შეიძლება უარი განაცხადოს შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, მოქალაქეებს შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება ეძლევათ, – განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზიერმა.
„ჩვენ შენგენს მხარს ვუჭერთ, მაგრამ თუ კანონს არავინ იცავს, მაშინ შენგენი საფრთხის ქვეშაა“, – დასძინა დე მეიზერმა ВВС-სთან ინტერვიუში.
ევროპული სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ევროპის საბჭოში შემავალ ქვეყნებში, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, 340 ათასმა არალეგალმა შეაღწია.
ევროსაბჭოს მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ამჟამად, ლტოლვილების საკითხთან დაკავშირებული პრობლემა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ კრიზისს უთანაბრდება.