“გერმანია თავს დაესხმება სსრკ–ს 1941 წლის 22 ივნისს!”
ტოკიოს ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი აღმოაჩინეს – იუწყება იაპონური გაზეთი „ასაჰი სიმბუნი“. საუბარია წერილზე, რომელიც ნაცისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოაჰიმ რიბენტროპმა, იაპონიაში საბჭოთა დაზვერვის აგენტ რიჰარდ ზორგეს გაუგზავნა.
წერილი დათაღიღებულია 1938 წლის 4 ოქტომბრით. რიბენტროპი ზორგეს 43-ე წლისთავს ულოცავს და გერმანიის დიპლომატიურ მისიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის, მადლობას უხდის. ირონია ისაა, რომ ზორგე საბჭოთა დაზვერვაზე მუშაობდა.
ისტორიკოსებმა წერილი ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტად მიიჩნიეს, ვინაიდან იგი მოწმობს, რომ მესამე რეიხის მთავრობა სავსებით ენდობოდა საბჭოთა შპიონს.
რიჰარდ ზორგე (1895–1944 წწ) ბაქოში დაიბადა. მამამისი, გერმანელი ინჟინერი, ბაქოს ჭაბურღილებზე მუშაობდა, დედა კი რუსი ჰყავდა. რიჰარდი სამი წლისა იყო, როდესაც მისი ოჯახი გერმანიაში დაბრუნდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ზორგე მოხალისედ წავიდა ფრონტზე. ომის საშინელებამ და გერმანიის დამარცხებამ ძირეულად შეცვალა მისი ცნობიერება. თავგადაკლული გერმანელი შოვინისტისაგან ზორგე ასევე თავგადაკლულ კომუნისტად გადაიქცა. მთვარი ისაა, რომ ზორგე რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) აგენტი გახდა, წარმატებით შეასრულა დავალება ჩინეთში, რის შემდეგაც ГРУ-მ იაპონიაში მიავლინა. 1933 წლიდან, გაზეთ “ფრანკფურტერ ცაიტუნგის” კორესპონდენტი იყო ტოკიოში.
დიდი სამამულო ომის დაწყების წინ, ზორგემ კრემლს შემდეგი ცნობა გადასცა: გერმანია თავს დაესხმება სსრკ–ს 1941 წლის 22 ივნისს!
როგორც ცნობილია, სტალინმა ეს შეტყობინება არ ირწმუნა, თუმცა, ზორგე კვლავაც ტოკიოში რჩებოდა და მუშაობას განაგრძობდა.
1941 წლის 18 ოქტომბერს, ზორგე იაპონიის კონტრდაზვერვამ დააპატიმრა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1944 წლის 7 ნოემბერს იგი ჩამოახრჩვეს. განაჩენის სისრულეში მოყვანამდე, მზვერზვმა იაპონურად სამი წინადადება წარმოსთქვა: წითელი არმია, კომინტერნი, საბჭოთა კომპარტია.
სსრკ–ში ის გმირად მხოლოდ გასული საუკუნის 60–იან წლებში აღიარეს. რიჰარდ ზორგე ტოკიოს სასაფლაოზეა დაკრძალული. წარწერა სამარის ქვაზე, რუსულ, იაპონურ და გერმანულ ენებზეა ამოტვიფრული:
საბჭოთა კავშირის გმირი
რიჰარდ ზორგე
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”6863″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]