მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანია უკრაინას საბრძოლო ტექნიკას არ მიაწვდის

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინის მოთხოვნას საბრძოლო ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით, უარით უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ მიუწოდებია დასავლური წარმოების ქვეითი საბრძოლო მანქანები ან ძირითადი საბრძოლო ტანკები. ჩვენ შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, რომ გერმანია ცალმხრივად არ განახორციელებს ასეთ ქმედებებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ლამბრეხტის განცხადებას გამოეხმაურა გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი კევინ კიუნერტი, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ არ სურთ თანდათან ჩართულნი იქნან ომში.

„ჩვენ არ გვინდა ეტაპობრივად ჩავერთოთ ამ ომში, არ გვინდა ვაიძულოთ რუსეთი, იმოქმედოს ირაციონალურად და შეუტიოს სხვა სახელმწიფოებს“, – განაცხადა მან.

კუნერტმა ასევე დასძინა, რომ უკრაინისთვის აქამდე არცერთ სახელმწიფოს არ მიუწოდებია დასავლური ტანკები. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს წრიულ გაცვლას, ანუ როდესაც საბრძოლო ტანკები გადადის ნატოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ისინი, თავის მხრივ, საბჭოთა ტანკებს აძლევენ უკრაინას.

მსგავსი პოსტები

Back to top button