სიახლეები

გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და 50 ჯავშანმანქანას გადასცემს

გერმანია უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და 50 ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა. მისივე თქმით, საუბარია MARS II-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 2 ერთეულზე და „დინგოს“ ტიპის 50 ჯავშანმანქანაზე. ბერლინი უკრაინას გადასცემს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის საჭირო 200 რაკეტას.

მსგავსი პოსტები

Back to top button