მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანია უკრაინისათვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს

გერმანია უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებს არ გაგზავნის, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
შოლცის განცხადებით, იმის ფონზე, რომ ახლახან მიიღეს გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნაზე და ის, რომ გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, ეს, უბრალოდ, არასერიოზულად გამოიყურება.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო თვითმფრინავების საკითხი არც კი გააქტიურებულა.
„შემიძლია, მხოლოდ გირჩიოთ, არ ჩაერთოთ მუდმივ სავაჭრო ომში, როდესაც საქმე ეხება იარაღის სისტემებს. როგორც კი გადაწყვეტილება მიიღება ტანკებზე, გერმანიაში ახალი დებატები იწყება, რაც არასერიოზულია და ძირს უთხრის მოქალაქეების ნდობას მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში.
გერმანიის კანცლერმა მოსკოვთან ესკალაციის რისკებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ დაუშვებს ნატო-ს და რუსეთს შორის ესკალაციას. ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის გაგრძელება აუცილებელია.

ხორვატიის პრეზიდენტმა დასავლეთის ქვეყნები გააკრიტიკა უკრაინისთვის მძიმე ტანკების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებისთვის, რუსეთის ძალებთან გასამკლავებლად – და განაცხადა, რომ აღჭურვილობის მიწოდება მხოლოდ ომს გაახანგრძლივებს.
ზორან მილანოვიჩმა ხორვატიის დედაქალაქში ჟურნალისტებს უთხრა, “სიგიჟეა” იმის დაჯერება, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია კონვენციურ ომშიო
მილანოვიჩმა არჩევნებში გაიმარჯვა 2019 წელს, როგორც მემარცხენე ორიენტაციის ლიბერალმა კანდიდატმა, რომელიც უპირისპირდებოდა ამ ქვეყანაში ამჟამად მოქმედ კონსერვატიულ მთავრობას. თუმცა, მას მერე მილანოვიჩმა პოპულისტური ნაციონალიზმის ორიენტაცია შეიძინა და გამოდიოდა რუსეთისა და ბალკანეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის კრიტიკით.

მსგავსი პოსტები

Back to top button