მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი მსხვილმასშტაბიანი დახმარების პაკეტი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გავრცელდა. ცნობილია, რომ დაახმარების მსვილი პაკეტი მოიცავს ტექნიკას, უპილოტო საფრენ აპარატებს და სხვადასხვა სისტემებისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას.

გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ სამხედრო პაკეტში შედის:

56 MRAP ჯავშანმანქანა;

Leopard 1 ტანკების საბრძოლო მასალა;

ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანები Marder;

ჰაერსაწინააღმდეგო ტანკ GEPARD-ის 41 000 ტყვია;

საზენიტო სარაკეტო სისტემა IRIS-T SLM-ის რაკეტები.

ამასთან, ნორვეგიისა და დანიის მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უკრაინას გადაეცა 4 ცალი Zuzana 2 ჰაუბიცა.

გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას 50 000 155 მმ საარტილერიო ჭურვი და 2 000 122 მმ საარტილერიო ჭურვი გადასცა.

ამავდროულად, გერმანიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების პაკეტში შედის –

300 HF-1 თავდასხმის დრონი;

51 Vector სადაზვერვო თვითმფრინავი სათადარიგო ნაწილებით;

245 RQ-35 Heidrun სადაზვერვო დრონი;

29 Songbird სადაზვერვო დრონი და

14 Hornet XR სადაზვერვო თვითმფრინავი.

გერმანიამ უკრაინას გადასცა გამანადგურებელი აღჭურვილობა, 600-ზე მეტი ლაზერული მანძილისა და მესაზღვრეების მანქანები.

მსგავსი პოსტები

Back to top button