გერმანიაში 15 წლის ისლამისტმა გოგომ პოლიციელი დანით დაჭრა

გერმანიაში მაროკოული წარმომავლობის ISIS-ის მომხრე 15 წლის გოგომ, საბუთების შემოწმების დროს, პოლიციელი დანით დაჭრა, – წერს გერმანული გაზეთი Bild.

ინციდენტი ჰანოვერში გასულ პარასკევს მოხდა. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, გოგონამ სამართალდამცველს თავისი საბუთი მიაწოდა, რის შემდეგაც დანა ამიღო და პოლიციელს ყელში გაუყარა.

როგორც საპატრულო პოლიციის თვითმხილველი თანამშრომლები აღნიშნავენ, გოგონა თავდასხმის შემდეგ საკმაოდ გულგრილად მოიქცა, თავზე ხიჯაბი გაისწორა და პოლიციელს, რომელიც სისხლად იღვრებოდა, მშვიდად უყურებდა.

დაჭრილი სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარეს.

ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, გასული წლის ბოლოს, აღნიშნული გოგოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სამეთვალყურეო უწყების ინფორმაციით, მოზარდი სირიაში გამგზავრებასა და “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტთა რიგებში ჩაწერას აპირებდა. მაშინ გოგონა სირია-თურქეთის საზღვარზე დააკავეს და შემდეგ დედამისს გადასცეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button