გერმანიაში 2 მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა [Video]

ბავარიაში, 9 თებერვლის დილით, 2 სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, – გვაცნობებს BBC.

შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი მატარებლის რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა. კატასტროფა ქალაქ ბად აიბლინგის მახლობლად მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.

წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის მიზეზი Meridian-ის მარკის 2 მატარებლის შეჯახება გახდა. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

მსგავსი პოსტები

Back to top button