გერმანიაში ახალგაზრდა ავღანელი სამგზავრო მატარებელს თავს დაესხა [Photo/video]

ბავარიაში 17 წლის ავღანელი სამგზავრო მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა და 20 ადამიანი ნაჯახით დაჭრა, – იუწყება Deutsche Welle.
მატარებელი ვიურცბურგში მიდიოდა, თავდამსხმელმა, რომელიც ნაჯახითა და დანით იყო შეიარაღებული, 4 ადამიანი მძიმედ დაჭრა, ხოლო 14 შოკურ მდგომარეობაში ჩააგდო.
პოლიციის მონაცემებით, 17 წლის თავდამსხმელი ავღანელი ლტოლვილი იყო და ახლახან ქალაქ ოქსენფურტში დასახლდა. თავდასხმის შემდეგ მატარებელი ქალაქ ჰაიდინგსფელდში საგანგებოდ გაჩერდა, ავღანელმა გაქცევა სცადა, მაგრამ სამართალდავცველებმა იგი მოკლეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ტერორისტი “ალაჰ აკბარის” შეძახილით მგზავრებს ნაჯახს ურტყამდა. იყო თუ არა იგი ისლამისტებთან კავშირში, ჯერჯერობით დაუდგენელია.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38728″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]