გერმანიაში მიგრანტების გამო საახალწლო ფოიერვერკი აიკრძალა
გერმანიის ქალაქ არნსბერგის ხელისუფლებამ იმ კვარტლებში, სადაც ლტოლვილთა თავშესაფრებია განთავსებული, საახალწლო ფოიერვერკები აკრძალა. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ფოიერვერკების ხმაურიaნი აფეთქებები და მკვეთრი სინათლე მიგრანტებში სტრესს გამოიწვევს, – იუწყება BBC.
“ომით განადგურებული ქვეყნებიდან გაქცეული ადამიანებისთვის ხმამაღალი აფეთქებები საბრძოლო მოქმედებებთან ასოცირდება, და არა ახალ წელთან”, – განაცხადა ფრაიბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორმა იოაჰიმ ბაურემა.
მედიკოსების მონაცემებით, ლტოლვილთა 40%-50%-ს პოსტ-ტრავმული სტრესის სინდრომი აღენიშნება, რომელიც ომგამოვლილ ადამიანებს ახასიათებთ.
“ამიტომ, უპრიანი იქნება, საახალწლო ფოიერვერკები იმ უბნებში ავკრძალოთ, სადაც მიგრანტთა თავშესაფრებია განლაგებული”, – დასძინა ბაუერმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე გულუხვი მიგრანტების მიმართ გერმანია აღმოჩნდა. 2015 წლის მონაცემებით, გერმანიაში დევნილთა სტატუსის მინიჭების შესახებ მილიონზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა.