გერმანიაში ოქტობერფესტს ზეიმობენ [Photo/video]

17 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე გერმანიში ტარდება ევროპაში საყოველთაოდ ცნობილი დღესასწაული – ოქტობერფესტსი.

ლუდის ფესტივალის დედაქალაქად მიუნხენი ითვლება. უამინდობის მიუხედავად, ლუდის კარვები უკვე ათასობით ადამიანმა მოინახულა. მოსალოდნელია, რომ ოქტობერფესტ 2016 -ში მონაწილეობას 6 მილიონი ადამიანი მიიღებს.

ოქტობერფესტის ტრადიცია დასაბამს 1810 წლის 12 ოქტომბრიდან იღებს, მაშინ, როდესაც ბავარიის მომავალი მეფე ლუდვიგ პირველი საქსონიის პრინცესა ტერეზაზე ქორწინდებოდა. ქალაქის შესასვლელთან დიდ მინდორზე ახალდაქორწინებულთა პატივსაცემად დოღი და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა. ამ მინდორს დღესაც ტერეზას მინდორს (Theresienwiese) უწოდებენ. ყოველ წელს ერთსა და იმავე პერიოდში სახალხო დღესასწაული დოღით და სხვადასხვა სახის გასართობებით გამართვა წყვილმა ტრადიციად აქცია.

1813 წელს ფესტივალი გაუქმდა, ვინაიდან ბავარია ჩაება ნაპოლეონის ომში, თუმცა ძალიან მალე ოქტობერფესტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და 1819 წელს მისი ორგანიზატორობა უკვე ქალაქის მმართველობამ ითავა. დღესასწაულს ბურთის სათამაშო მოედნები, საქანელები, ჯიხურები სხვადასხვა აზარტული თამაშები დაემატა.

1880 წელს ქალაქის ხელმძღვანელობამ ფესტივალზე ლუდის გაყიდვის ნება დართო. ამ პერიოდიდან ზეიმმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და 1960 წლამდე იგი მსოფლიოში უდიდეს ფესტივალად ითვლებოდა.

ტრადიციის თანახმად, ფესტივალის პირველ დღეს, 12 საათზე, ქალაქის მერი საზეიმო ვითარებაში ხსნის ლუდის პირველ კასრს. ქალაქის ქუჩებში კი დილიდან სვლას იწყებენ ლუდის კასრებით დატვირთული ეტლები და ურმები, ტრადიციულ კოსტიუმებში გამოწყობილი ფესტივალის მონაწილეები და ორკესტრები.

16 დღიანი ფესტივალის განმავლობაში 7 მილიონ ლიტრამდე ლუდი ისმევა. სასმელის გარდა შესაძლებელია სხვადასხვა სახეობის უგემრიელესი სოსისების და ძეხვეულის, შებრაწული წიწილების და ბატების, ხარისგან დამზადებული განსაკუთრებული კერძების და ბრეცელების (ტრადიციული გერმანული მარილიანი ფუნთუშა) დაგემოვნება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”41989″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button