გერმანიაში, ქალაქ ბერგიშ-გლადბახის საავადმყოფოდან უცნობმა პირებმა 5 000 პირბადე მოიპარეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
პოლიციის ინფორმაციით, საავადმყოფოს საწყობიდან პირბადეებით სავსე 5 ყუთი 27 იანვარს დილით გაქრა.
ბოლოს საწყობში პირბადეები ერთი კვირის წინ, 18 იანვარს, ინვენტარის ყოველკვირეული შემოწმებისას ნახეს.
მოპარული პირბადეების ღირებულება დაახლოებით 5 000 ევროა.
მომხდართან დაკავშირებით ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.