საპროტესტო აქცია ყვარლის პოლიციასთან [Audio]

სამართალდამცველების მიერ დაკავებული 19 წლის გიორგი მოლაშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ყვარლის პოლიციის შენობასთან აქცია გამართეს.
ისინი სასამართლოს მოუწოდებენ სამრთლიანი განაჩენის გამოიტანოს. მათი თქმით, მოლაშვილის მიმართ პოლიციის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არ არის და მასზე მუდმივი დევნა ხორციელდებოდა.
გიორგი მოლაშვილი 3 თებერვალს პოლიციამ ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით აიყვანა. ოჯახის თქმით, პოლიცის თანამშრომლებმა ფიზიკური შეუარაცყოფა მიაყენეს.
პოლიციის თქმით კი პირიქით ძალოვნებზე გიორგი მოლაშვილმა იძალადა. შს სამინისტრო ირწმუნება, რომ მოლაშვილმა ხმაური მას შემდეგ ატეხა, რაც პოლიციაში ოქმის შევსება სთხოვეს.
ივანე მოლაშვილი_დაკავებულის მამა_ხმა