მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას – “საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ვებგვერდი ავრცელებს.

რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი – “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ”, “მწვანეებმა” და “ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ”. ოპოზიციური პარტიები “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი”, ულტრამემარჯვენე “ალტერნატივა გერმანიისთვის” და ულტრამემარცხენე “სარა ვაგენკნეხტის კავშირი” წინააღდეგ წავიდნენ. “მემარცხენეებმა” თავი შეიკავეს.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.

აქვე ხაზგასმულია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.

“პატივცემულო ქართველებო, დარჩით ძლიერები და იბრძოლეთ რუსული ოლიგარქის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ გერმანელი დეპუტატი ანიკო გლოგოვსკი-მეტრენი ბუნდესტაგში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას საუბრობს.

“ქართული ოცნება” გადაიზარდა “ქართულ კოშმარში”. სექტემბერში გამოცემული იქნა კანონები, რომლითაც ხდება განსხვავებული აზრის კრიმინალიზაცია. მე მინდა გავავლო პარალელი რუსეთის ანალოგიურ კანონთან, ეს არის გარკვეული რევერანსი იმპერიალისტური მეზობლის მიმართ. პატივცემულო ქართველებო, დარჩით ძლიერები და იბრძოლეთ რუსული ოლიგარქის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ. მე შევუერთდები დემონსტრანტების ძახილს ქუჩებში, არა რუსულ კანონს, კი საქართველოს ევროკავშირის რიგებში”, – აცხადებს ანიკო გლოგოვსკი-მეტრენი

მსგავსი პოსტები

Back to top button