საქართველოსიახლეები

გერმანიის საელჩო “ტაბულას” მიმართავს

გერმანიის ელჩის ინტერვიუდან “ტაბულაში” გამოქვეყნებულ გამონათქვამებთან დაკავშირებით, გერმანიის ელჩის მოადგილემ მთავარ რედაქტორს წერილი გაუგზავნა, რომელშიც საელჩო გამოცემას მოუწოდებს, რომ თვალსაჩინოდ აღიაროს გავრცელებული მცდარი გამონათქვამი. შესაბამის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

“გერმანიის ელჩმა აღმოაჩინა, რომ მისი პიროვნებისადმი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მას 8 მარტის შეთანხმების შინაარსის შეხსენება მოუხდა. ამის შემდეგ, მოკლე ხანში თქვენ „ტაბულას“ საიტზე ახსენეთ ინტერვიუ, რომელიც ელჩმა ნახევარი წლის წინ მისცა. თქვენ წერთ, თითქოს ამ ინტერვიუში ელჩი ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა პროპორციული იყო. ამით ელჩის გამონათქვამს არასწორად გადმოსცემთ. სინამდვილეში ელჩმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელი შეიძლება გახდეს, მაგრამ პროპორციული უნდა იყოს. თქვენი გავრცელებული არასწორი გამონაქვამი სხვა ქართულმა მედია-საშუალებებმა გამოიყენეს და გაავრცელეს.

“დავადგინეთ, რომ ამასობაში თქვენ გაასწორეთ ციტირებული პასაჟები ინტერვიუდან. ამის მიუხედავად მაინც მოგიწოდებთ, მიჰყვეთ მიღებულ საერთაშორისო ჟურნალისტურ პრაქტიკას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასევე მკაფიოდ და თვალსაჩინოდ აღიაროთ თქვენს მიერ გავრცელებული მცდარი გამონათქვამი და გაასწოროთ იგი. ის, რომ ამასობაში უჩუმრად გამოაქვეყნეთ უკეთესი ინტერპრეტაცია, არ არის საკმარისი.” – ნათქვამია გავრცელებულ წერილში.

გერმანიის ელჩის მოადგილის მიერ “ტაბულას” რედაქტორისადმი გაგზავნილ წერილში ნაგულისხმევია 2019 წლის 9 დეკემბრით დათარიღებული ინტერვიუ, რომელიც მისმა ავტორმა, ეგორ კუროპტევმა 28 ივნისს ხელახლა გამოაქვეყნა.

https://www.facebook.com/PogranichnayaZona/videos/2584687308298409/

მსგავსი პოსტები

Back to top button