მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს დილით კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ბერბოკის თქმით, მისი უკრაინაში ყოფნა მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, როგორც იარაღის მიწოდებით, ისე ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით”.

ასევე, ბერბოკის თქმით, მისი უკრაინაში ვიზიტი ეწინააღმდეგება აზრს, რომ გერმანია ომით გამოიფიტა.
“ჩემთვის გასაგებია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩვენზე ზრუნავს, რადგან დავიღალეთ დავიღალეთ უკრაინის ტანჯვის თანაგრძნობით. მას სჯერა, რომ შეუძლია ჩვენი საზოგადოების გაყოფა ტყუილებით და ენერგეტიკის შანტაჟით. მაგრამ პუტინის გათვლები არასწორია, იმიტომ, რომ მთელმა ევროპამ იცის, რომ უკრაინა იცავს ჩვენს მშვიდობიან წესრიგს”. – თქვა ბერბოკმა.

მისი თქმით, პუტინმა არასწორად გათვალა, რადგან „ევროპამ იცის, რომ უკრაინა იცავს ჩვენს მშვიდობიან წესრიგს“.

ვიზიტის ფარგლებში ანალენა ბერბოკი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მცირე დელეგაციასთან ერთად, კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა.

წინა ვიზიტის დროს, მაისში, ბერბოკი ბუჩაში ჩავიდა, ქალაქში, სადაც რუსებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს და მოქალაქეები დახოცეს.

ბერბოკამდე კიევში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელიც უკრაინას კიდევ $2 მილიარდის დახმარებას დაპირდა.

ეს ბერბოკის მეორე ვიზიტია უკრაინაში 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ. მაისში მან მოინახულა ასევე ქალაქი ბუჩა, სადაც რუსეთი ჯარების წასვლის შემდეგ 400 გვამი ნახეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button