მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა

დღეს დილით, წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

სააგენტო DPA-ს ცნობით, ბერბოკი უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით გაემგზავრა. „უკრაინა მამაცურად და მტკიცედ იცავს ყველა ჩვენგანის თავისუფლებას“, – განაცხადა კიევში ჩასულმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინას შეუძლია კვლავაც ჰქონდეს გერმანიის დახმარების იმედი.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს უკრაინაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეოთხე ვიზიტია. წინასწარი ინფორმაციით, კიევში დაგეგმილი შეხვედრების მთავარი თემები გერმანიის სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება იქნება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, წინასწარ არ გავრცელებულა ცნობა, რომ ბერბოკი კიევში მიემგზავრებოდა. გასულ კვირაში უკრაინაში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

გერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს, ამის შესახებ დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

ბერლინის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარებების ღირებულება ჯამურად უკვე 380 მილიონ ევროს აღწევს.

ვიზიტისას ბაერბოკმა ასევე განაცხადა, რომ შემოდგომასა და ზამთარში უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები უკვლავ იქნება რუსეთის სამიზნე.

“რუსეთის მზაკვრული მიზანია ამ ზამთარში ხალხი კვლავ შიმშილითა და სიცივით მოკვდეს”, – თქვა მან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში მოულოდნელი ვიზიტით დღეს დილით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს ბერბოკის მეოთხე ვიზიტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button