მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე მოითხოვა. უწყებამ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მიმართ მხარდაჭერა ჯერ სოციალური ქსელით გამოხატა შემდგე კი ბათუმში, საქართველოში აკრედიტებული ელჩის მოადგილე გაგზავნა. დიპლომატი, ჟურნალისტის საქმის განხილვას დაესწრო, თუმცა საქალაქო სასამართლო, კომენტარის გარეშე დატოვა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, მისი მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიებები დღეს “ხალხის ძალამ”, სხდომათა დარბაზიდან შეახსენა. ბუნდესტაგის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, პოლიტიკურმა ჯგუფმა, მოგვიანებით ჟურნალისტებსაც გადასცა. ირკვევა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, მხოლოდ ანალენა ბერბოკის მოთხოვნით, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 513 ადამიანის წინააღმდეგ, “”შეურაცხყოფის”” მუხლით აღძრა, რაც 5 წლამდე პატიმრობას და ჯარიმას ითვალისწინებს. “ხალხის ძალამ” ისაუბრა გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მიმართვის საფუძველზე, 805 ადამიანის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებითაც. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი საქართველოს სამართლებრივ საქმეებში უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა.

გერმანიაში დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის ასობით შემთხვევის მიუხედავად, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე გერმანულ მხარეს განსხვავებული რეაგირება ექნებოდა. ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდება გაითვალისწინონ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს მმართველი გუნდი და ქვეყნის კანონმდებლობას ახსენებს, რომლის თანახმად სამართალდამცველსა, თუ სხვა თანამდებობის პირზე თავდასხმა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. სახელისუფლებო გუნდს აინტერესებს- პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული რამდენი პირი გაათავისუფლა, ან რომელი ქვეყნის მოწოდება გაიზიარა გერმანიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, უზბეკეთიდან გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი.

როგორ ისჯება გერმანიაში სამართალდამცველისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სცდება თუ არა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმებს – ეს შეკითხვები “კურიერმა”, გერმანიის საელჩოს გაუგზავნა, თუმცა დიპლომატიურ სამსახურს განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button