მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღამით ლვოვის ოლქზე დრონებით თავდსხმა იყო

უკრაინის ლვოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. თავდასხმის გამო, გასული ღამის განმავლობაში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მალეხოვის რაიონში დაჭრილია, სულ მცირე, ორი ადამიანი, დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლი და ხუთი საოფისე შენობა.

ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხუთი დრონი გამოიყენეს. კოზიცკის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ხუთივე გაანადგურეს.

ამასთან უკრაინაში ომი გრძელდება – საოკუპაციო ძალებმა ნიკოპოლის, დნეპროპეტროვსკის და ლვოვის ოლქებზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რუსეთი თავს ესხმის სუმის ოლქსაც, სადაც იბომბება სასაზღვრო დასახლებები. ყველაზე ინტენსიური შეტაკებებია პოკროვსკის მიმართულებით.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადებული იყო ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ხერსონის, ოდესისა და ვინიცის ოლქებში. რუსების მიერ გაშვებულმა დრონებმა ლვოვამდეც მიაღწიეს, სადაც საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button