მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ღარიბაშვილი მერების და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას აანონსებს

2022 წლის იანვრიდან საჯარო მოსამსახურეების ხელფასები გაიზრდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე იგეგმება მერების ხელფასების მატებაც.

“ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში 2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად. ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას. ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.

ასევე ჩვენ გავზრდით მერების ხელფასებს, პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2 000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს, რომელიც არის უზარმაზარი ქალაქი და ხელფასი ჰქონდეს 2 000 ლარი. წარმოუდგენელია, ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button