ღარიბაშვილი ვერ შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც
საქართველო და უკრაინა არიან უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორები
მიუნჰენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩასული საქართველოს პრემიერი არცერთმა ლიდერმა პირისპირ შეხვედრაზე არ მიიწვია. ღარიბაშვილი ვერ შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც. პრემიერმა შეხვედრა მხოლოდ ბულგარეთის პრემიერ მინისტრთან, საუდის არაბეთის პრინცთან და ისრაელის ვიცე პრემიერთან მოახერხა.
მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციიაზე მიწვეული საქართველოს მთავრობის მეთაური ინვესტიციებზე, ტურიზმსა და ეკონომიკაზე მსჯელობდა, თუმცა სიტყვა არ დაუძრავს უსაფრთხოებაზე.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველო დასავლეთის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო გამქრალიყო მსოფიო რუქიდან, რეგიონალური რადარებიდანაც კი. ავადმყოფი სახელმწიფო გახადეს ქართული საკმაოდ შემდგარი და ძლიერი ინსტიტუციებით გამყარებული სახელმწიფოსგან, რომელიც 2012-შ გადაიბარეს და ასეთ მოცემულკოპბაში, ამ ქვეყნიდან ჩამოსულ პრემიერს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ერთ-ერთ უმაღლეს ტრიბუნაზე ვინ გამოგიყვანს? არავის აინტერესებს შენი აზრები, იციან რასაც წარმოადგენ, ციიან ვისი უკანა ეზოც ხარ, – ამბოლბს “ნაციონალური მოძრაობის ” გენერალი მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოს კრემლის კავკასიურ ფილიალს წარმოადგენს და ეს დასავლეთმა კარგად იცის.
ვინ შეხვდება სამარცხვინო არსებას და რაზე უნდა ესაუბრონ, რომ შეხვდნენ?საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს კრემლის კავკასიურ ფილიალს, რასაც ეტყვიან, მოსკოვიდან, იმას გააკეთებენ. შესაბამისად, არ იღებენ ისინი ხმას, ამის უფლება მოსკოვიდან არ აქვთ მიღებული, ამიტომ მსოფლიო არ არის ვალდებული ჩვენს მაგივრად იტიროს და იბრძოლოს, – თქვა ნათელაშვილმა.
საქართველო და უკრაინა არიან უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორები – ამას შეხვედრებით დადასტურება და დემონსტრირება არ სჭირდება, – ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უკრაინის პირველ პირთან მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში.
მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერა და გვერდში დგომა მკაფიოდ არის გამოხატული მათ შორის, იმ რეზოლუციით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო.
„კონკრეტული კონფერენციის დღეს რომელიმე პარტნიორთან შეხვედრის არჩატარება რაიმე დასკვნის, მითუმეტეს, უარყოფითი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. კონკრეტულ დღეს რომ შეხვედრა არ შემდგარა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხინჯი შეიძლება არსებობდეს ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, როგორიც არის საქართველო და უკრაინა. ის, რომ არ შედგა შეხვედრა, ეს არ არის საფუძველი კრიტიკისთვის მიზეზები იპოვოთ და შორს მიმავალი წიაღსვლები გააკეთოთ. აქ თანამშრომლობა სრულიად სხვა კომპონენტებით ხასიათდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.