მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ღარიბაშვილის ინიციატივას ხელფასების ზრდაზე ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, საჯარო მოხელეებისა და მერებისთვის ხელფასების ზრდის თაობაზე შეფასებები პოლიტიკურ სპექტრშიც მოჰყვა.

ხელისუფლების ოპონენტები ინიციატივას პანდემიისა და ეკონომიკური ვითარების ფონზე საზოგადოების დაცინვად აფასებენ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი აღნიშნულ ინიციატივას მიესალმებიან.
2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება – ამის შესახებ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, ამიტომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია მერების ხელფასების გაორმაგება.

მოისმინეთ, პოლიტიკური შეფასებები

მსგავსი პოსტები

Back to top button