მნიშვნელოვანირეგიონი

ღარიბაშვილის სახლის გალავანის დაზიანების გამო დაკავებულ პირს ბრალი წაუყენეს

ტარიელ ღარიბაშვილის სახლის გალავანის დაზიანების გამო დაკავებულ პირს, ბრალი წაუყენეს.

33 წლის გიორგი გოჩიტაშვილი, ბრალის წარდგენის შემდეგ, გურჯაანში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

მამაკაცის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, არჩილ ტუხაშვილი ამბობს რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

გიორგი გოჩიტაშვილი სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ტარიელ ღარიბაშვილის ეზოს გალავანს მიზანმიმართულად სატვირთო ავტომობილი დააჯახა და მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული თბილისში, ლილოს ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებამდე, გზებზე გადაადგილებისას, გოჩიტაშვილი არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს და რამდენიმე, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

გამოძიება დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ გულისხმობს.

გოჩიტაშვილისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე, დღეს, სიღნაღის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button