მნიშვნელოვანისიახლეები

ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი 4 დღის შემდეგ გამოხატა

პრემიერმინისრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი 4 დღის შემდეგ გამოხატა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან, ასევე გაიხსენა, რომ სამხედროების ნაწილი იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში.

უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში, ასევე უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე, –

“მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა. ისინი იბრძოდნენ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, აგვისტოს ომში და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაგვიანებული სამძიმრის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე პრემიერმა თქვა: “დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან და როცა მომეცა საშუალება, მაშინ გამოვხატე ჩემი პოზიცია”.

ასევე, ღარიბაშვილს ჰკითხეს, მიანიჭებენ თუ არა გმირის წოდებას უკრაინაში დაღუპულ სამხედროებს, რაზეც მან უთხრა, რომ “მასეთ საკითხებს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ”.

ირაკლი ღარიბაშვილის ხმა

 

უკრაინის მხარდამჭერ მასშტაბურ აქციებზე, რომელიც თბილისში რუსეთის შეჭრის პირველი ორი კვირის განმავლობაში იმართებოდა, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა რამდენჯერმე გაისმა, ვინაიდან

საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ საქართველოს საფრთხე არ ემუქრება და რომ “ომი უკრაინაში მიმდინარეობს”.

მან ასევე არ მისცა ნებართვა ქართველ მოხალისეებს, წასულიყვნენ უკრაინის ომში საბრძოლველად და უარი თქვა, შეერთებოდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად რეგიონსა და ევროპაში ვითარება არაპროგნოზირებადია, მთავრობის გადადგომა არ უნდა მოითხოვო.

მსგავსი პოსტები

Back to top button