მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა-ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა. ორგანიზაციამ ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯანმო-სა და გაერო-ს სხვა ოფიციალური პირები საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

“გუნდმა შეძლო მხოლოდ ერთი საათის გატარება საავადმყოფოში…ალ-შიფაში კვლავ რჩება 25 ჯანდაცვის მუშაკი და 291 პაციენტი, მათ შორის 32 ახალშობილი. რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა. ჯანმო და პარტნიორები სასწრაფოდ ამუშავებენ გეგმებს დარჩენილი პაციენტების, პერსონალის და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ ევაკუაციისთვის”, – აცხადებენ ჯანმოში.

ისრაელელი სამხედროები გასული კვირის განმავლობაში საავადმყოფოს ირგვლივ მოქმედებდნენ. მათი მტკიცებით, აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ „ჰამასი“ ამ ტერიტორიას ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ირწმუნებიან, რომ საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ მთავარი სამეთაურო ცენტრია განთავსებული და რომ ტერიტორიაზე გვირაბები და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს. ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე შენობაში ისრაელიდან გატაცებული ორი მძევლის ცხედარი იპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button