მნიშვნელოვანისიახლეები

ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 053 ახალი დადასტურებული შემთხვევა

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება.

“28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 614 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 330 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 053 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 643 295-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 067 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 601 578-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 678 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა

📌აჭარა – 34

📌იმერეთი – 143

📌ქვემო ქართლი – 37

📌შიდა ქართლი – 65

📌გურია – 84

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99

📌კახეთი – 76

📌მცხეთა-მთიანეთი – 28

📌სამცხე-ჯავახეთი – 13

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

მსგავსი პოსტები

Back to top button