მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„ღირსების მარშის“ ჩატარება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს დაანონსებული „ღირსების მარშის“ ჩატარება მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

“დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის ორგანიზატორებთან, მათ განემარტთათ, რომ აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება“.განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, „თბილისი პრაიდის“ დასასრულს, დღეს რუსთაველზე “ღირსების მარში” გაიმართება. აქციის პარალელურად კი , ქაშუეთის ეკლესიასთან მსვლელობას გამართავს საპატრიარქო.

მსგავსი პოსტები

Back to top button