მსოფლიოსიახლეები

“ღირსების მკვლელობა” – გოგონები ოჯახის წევრებმა მოკლეს

პაკისტანში მობილურით გადაღებულ ვიდეოს 2 გოგო ემსხვერპლა.

როგორც BBC იუწყება, ისინი რამდენიმე დღის წინ საკუთარმა ოჯახის წევრებმა, ჩრდილოეთ და სამხრეთ ვაზირისტანის ტომობრივი უბნების საზღვარზე მდებარე სოფელში მოკლეს.

გარდაცვლილები 16 წლის და 18 წლის გოგონები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ერთი წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელიც მამაკაცმა სამ გოგონასთან ერთად გადაიღო.

როგორც ცნობილია, ვიდეო მამაკაცმა თავად გადაიღო.

როგორც პოლიცია აცხადებს, ამჟამად უწყების მიზანი მესამე გოგონას და იმ მამაკაცის პოვნაა, ვიდრე მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით, პაკისტანში ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა ხშირია და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

სამოქალაქო აქტივისტებს სჯერათ, რომ ქვეყანაში ყოველ წელს დაახლოებით 1000-მდე „ღირსების მკვლელობა“ ხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button