მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ღონისძიებებისთვის ფართის გამქირავებელი 10 000 ლარით დაჯარიმდება

ღონისძიებებისთვის სახლებისა და სხვა სივრცის გაქირავება აიკრძალება. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, გამქირავებელი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ფერაძის განცხადებით, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება, დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომლითაც აკრძალული იქნება ღონისძიებების გამართვა. გარდა ამისა, გამქირავებელი ვალდებული იქნება, თუ რეგულაციის დარღვევის შესახებ შეიტყობს, აცნობოს ინსპექციას.

სოციალური ღონისძიების ჩატარების ფაქტის აღმოჩენის შემდეგ, გამქირავებელი ათი ათასი ლარით დაჯარიმდება, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში კი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება

მსგავსი პოსტები

Back to top button