ღორის ეპიდემიის გავრცელების საფრთხე კახეთში [აუდიო]

საქართველოს ფერმერთა კავშირი კახეთში ღორის ეპიდემიის გავრცელების საფრთხეზე საუბრობს და შესაბამისი უწყებებისგან დროულ რეაგირებას მოითხოვს.

საქმე ეხება სიღნაღსა და დედოფლისწყაროში ღორების მასობრივ დახოცვას. ფერმერთა კავშირის ინფორმაციით, ორივე მუნიციპალიტეტში ბოლო ერთ თვეში 200-ზე მეტი ღორი დაიხოცა.მიზეზი უცნობია.

პრობლემას ისიც ემატება, რომ მოსახლეობა დახოცილ ცხოველებს ხევებში ყრის, რაც ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს ქმნის. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ მოსახლეობის განცხადების საფუძველზე მონიტორინგი დაიწყეს.

ფერმერთა კავშირიდან ირინა ფხოველიშვილის და სურსათის ეროვნულ სააგენტოდან მიხეილ სოხაძის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button