ღვამბერიამ იმარჯვა

ჭადრაკის სასახლეში გამართული ქართველი საჭადრაკო მოღვაწის, კახი ჩიგოგიძის თასის რიგით მეოთხე გათამაშება ნიკა ღვამბერიას გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებულმა 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა. ასეთივე მონაგარი ჰქონდა გიორგი სიბაშვილს, თუმცა ფოთელმა მოჭადრაკემ კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

მოწინავეებს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ირაკლი ბერაძე და ანა შამათავა. აღსანიშნავია, რომ ანამ გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

4.5-4.5 ქულა დააგროვეს და გოგონათა ჩათვლაში II-III ადგილები გაინაწილეს: ლილე ქორიძემ და სალომე სანიკიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button