მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების გაცემა იწყება

ხვალიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2000- ზე მეტი აღსაზრდელი, ათამდე დასახელების პროდუქტს მიიღებს.

24 სექტემბრიდან დაიწყება სასურსათო კალთების გაცემა, თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებშიც.
თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანების დირექტორის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, კალათები კოვიდრეგულაციების დაცვით გაიცემა.

” სასურსათო კალათებს გავცემთ კოვიდრეგულაციების დაცვით. 32 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი მიიღებს პროდუქტს, რომელიც თითქმის თვენახევრის მარაგია. გაიცემა ყველაფერი, რაც მალფუჭებადი არ არის და ვნახოთ, როდის მოგვცემს ეპიდემიოლოგიური ვითარება სააღმზრდელო პროცესის ბაღში დაწყების საშუალებას, ჯერ მდგომარეობა რთულია”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

სასურსათო კალათების გაცემა 25 სექტემბრამდე, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება
პროდუქტის ჩამონათვალში,რომელიც აღსაზრდელებს გადაეცემათ, კარტოფილი, ზეთი, რძე, ყველი, კვერცხი, ორცხობილა, მაკარონი, შაქარი, და ბრინჯი შედის.

მსგავსი პოსტები

Back to top button