შოშიაშვილი მოთხოვნებს აყენებს
“დემოკრატიული მოძრაობის” კახეთის რეგიონული კოორდინატორი ვალერი შოშიაშვილი გურჯაანის გამგებლის, გია გერგიძის გადადგომას, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის დაკავებას ითხოვს.
ამის შესახებ ვალერი შოშიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. შოშიაშვილის თქმით, გურჯაანში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რომ “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში პოლიტიკური კრიზისი აქვს.
“გამგებელი, რომელიც აბედინებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს დებოში მოაწყობინოს საჯარო დაწესებულებაში, ის მინიმუმ, უუნარო და უმოქმედოა. აქედან ჩანს, რომ გამგებელ გია გერგიძეს არ შესწევს ძალა, რომ მართოს რაიონი და უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. გიორგი ღვინიაშვილი კი, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თბილისის პროკურორობის დროს გირგვლიანის საქმე, ხოლო კახეთის გუბერნატორების დროს ბიზნესზე ტერორი მინიმუმ, ის დღეს უკვე ციხეში უნდა იჯდეს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამის ძალა არ შესწევს”, – აცხადებს შოშიაშვილი.