მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ღვთისმშობლის ფრესკა თავისუფლების მოედანზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხვალ, ცენტრალურ მოედანთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური ნიშის განთავსებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხს განიხილავს.

ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას სურს.

ეპარქიამ 20 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის პროექტის განხილვა გამართა, სადაც გამოითქვა მოსაზრებები, რომ თავისუფლების მოედანს სახელი შეეცვალოს და ღვთისმშობლის ეწოდოს.

ცენტრალურ მოედანზე ფრესკის განთავსების შესახებ, საზოგადოებაში აზრთა სახვადასხვაობაა. ყოფილი პარლამენტარი ოთარ ჭითანავა აცხადებს, რომ ზუგდიდი ვატიკანი არ არის და მოედანზე ფრესკის დადგმის ნაცვლად, სხვა იდეები აქვს.

მანამდე, საკრებულოს დეპუტატი უმრავლესობიდან სანდრო სორდია ერთ-ერთ სხდომაზე მოზაიკის მაცხოვრის კარის ეკლესიასთან განთავსების ინიციატივით გამოვიდა.

მერიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ.

ფრესკის დადგმის ადგილი ეპარქიის წარმომადგენლებმა ივნისში, მერთან ერთად დაათვალიერეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button