გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია გათავისუფლდნენ

11 წლიანი პატიმრობის შემდეგ თელასის ფინანსური დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა.

გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია 15 წლის წინ მომხდარი მკვლეობისთვის იხდიდნენ სასჯელს.

მათ უკვე დატოვეს სასამართლო დარბაზი.

ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გია გვიაჩიანს და ნიკა ჩემიას სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მოგვიანებით ეს სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით შეიცვალა.

კომპანია “თელასის” ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, საკუთარ სახლში მოკლეს.

გია გვიჩიანი, რომელიც “თელასში” ექსპერტად მუშაობდა, დამნაშავედ ცნეს და 2006 წელს დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button