გია ცერცვაძე კიევის სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

გია ცერცვაძის განაჩენს მისი მეუღლე და თანამებრძოლები სააპელაციო სასამართლოში ელოდებოდნენ. სასამართლოში იმყოფებოდნენ უკრაინელი სამხედროებიც.

დღეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვითაც გია ცერცვაძეს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით იქნა დაკავებული. გია ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს.

ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. რუსეთის მიერ, უკრაინაში გადაგზავნილი საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობაში ედება ბრალი.

 

წყარო: რუსთავი 2

მსგავსი პოსტები

Back to top button