გიგა ბოკერია მეორე ტურში მონაწილეობის მომხრეა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე, გიგა ბოკერიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

„განიხილება ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი, არჩევნების მეორე ტურსა და საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ. მსურს საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, მესმის ჩვენი ამომრჩევლების ერთი ნაწილის აღშფოთება, მე მყარად მჯერა, რომ მიუხედავად ამ არასამართლიანი არჩევნებისა, ჩვენი პოლიტიკური ძალა, როგორც ერთადერთი ქმედითი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში, აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურებში. ეს არის აუცილებელი იმ 500 ათასი ადამიანის პატივისცემიდან გამომდინარე, ვინც მოგვცა ჩვენ ხმა. უნდა მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურში რათა ივანიშვილმა ვერ შეძლოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button